LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს, ყრილობაზე აირჩევენ

199
ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევენ – ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

მმართველი პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი დღეს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.

სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება“, – წერია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g