კრისტინა აგილერა გამოცემა Carcy-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესიისთვის 44 წლის ვარსკვლავმა არაერთი შთამბეჭდავი იმიჯი მოირგო და „ინსტაგრამზე“ ეფექტური ვიდეოები გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არტისტმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. მედიის ცნობით, აგილერამ ჰოლივუდში ფართოდ გავრცელებულ გასახდომ პრეპარატს, „ოზემპიკს“ მიმართა.
ახალ ფოტოსესიაში მომღერალი კიდევ უფრო გამხდარია და სახეზეც შეცვლილი.
„სახეზეც შეცვლილია“, „ვერ ვცნობთ სახეზე, თითქოს ეს კრისტინა არაა, ის შეცვალეს“, „აი ამას ჰქვია გარდასახვა“, „ჩვენ გარდასახვების ეპოქაში ვცხოვრობთ, ნუ გიკვირთ“, – არ წყდება კომენტარები.
„ოზემპიკის“ საშუალებით გარდაქმნილი კრისტინა აგილერა წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს






