4-9 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია გამოჩენილ ქართველ პიანისტს, ელისო ვირსალაძეს მასპინძლობს. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარების და პოპულარიზაციის ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.
4 მაისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზში, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, დიდი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე სოლო კონცერტს გამართავს, რომელზეც ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებებს შეასრულებს.
6 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება პროფესორ ელისო ვირსალაძის კლასის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ მისი სტუდენტები ჩანგგინგ ჰონგი (კორეა), ჩიუნე ტაჯიმა (იაპონია) და რატი ბურჭულაძე (საქართველო).
ხოლო 7, 8 და 9 მაისს კონსერვატორიის სტუდენტებისთვის მასტერკლასები ჩატარდება.
პროექტის მხარდამჭერები: Steinway & Sons, AT.ge, რადიო „ფორტუნა“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.