„დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ნანი ბრეგვაძე საუბრობს იმის შესახებ, რამდენად კრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ:
„კრიტიკული ვარ არა სხვის, არამედ საკუთარი თავის მიმართ. თუ რამე მომწონს, იმას წყალი არ გაუვა. უნდა იყო ობიექტური და არა თვალდახუჭული, როცა კრიტიკული ხარ, იზრდები და აქცევ ყურადღებას, რომ გამოასწორო. ეს იყო ჩემი ცხოვრება, დღემდე, სხვათა შორის…“
ნანი ბრეგვაძე „რუსთავი 2“-თან საუბრობს იმ წიგნის შესახებ, რომელიც მისმა შვილიშვილმა, გოგი საყვარელიძემ დაწერა: „ბევრი წელი გავიდა, რომ მას დავთანხმებოდი. მაინც ჩემი შვილიშვილია, მიყვარს და დავთანხმდი… ახალგაზრდა რომ ვიყავი, ჩემი თავი არ მომწონდა, თურმე, რა კარგი ყოფილა ახალგაზრდობა, ნაოჭები არ გაქვს და ახალგაზრდული შემართებით უყურებ ცხოვრებას…“