LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ბრაუნის 2011 წლის სინგლს ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა

123
photo-collage.png

კრის ბრაუნის ჰიტს – Look at Me Now, რომლისთვისაც მან ლილ უეინთან და ბასტა რაიმსთან ითანამშრომლა, ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ, ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა.

ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის წესდებით, მას შემდეგ, რაც სიმღერისა თუ ალბომის 1 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდება, ის პლატინის სტატუსის ხდება. 10 პლატინის სტატუსი ავტომატურად, 10 მილიონი ჩანაწერის გაყიდვას გულისხმობს, რაც ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის უმაღლეს – ბრილიანტის სერტიფიკატს წარმოადგენს. 

აღსანიშნავია, რომ ბრაუნმა სიმღერით, რომელიც მეოთხე სტუდიური ალბომის – F.A.M.E. მეორე სინგლად 2011 წლის 1-ელ თებერვალს წარადგინა, კარიერის განმავლობაში ბრილიანტის სერტიფიკატი მეორედ მიიღო.

აქამდე იგივე შედეგი არტისტის 2019 წლის ტრეკმა – No Guidance აჩვენა, რომელიც დრეიკთან დუეტია.

ბოლო მონაცემებით, ბრილიანტის სტატუსი მუსიკის ისტორიაში 160-ზე მეტ ჩანაწერს აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები