იუბილარმა ნუგზარ ერგემლიძემ მისთვის მირთმეული ტორტის სანთლები „დღის პოსტში“ ჩააქრო, შემდეგ კი წამყვანების კითხვებს უპასუხა.
17 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნუგზარ ერგემლიძის საიუბილეო კონცერტი შედგება.
„სხვათა შორის, ძალიან ვნერვიულობდი, 69 წლის დასასრული რომ მოვიდა, აბა, მივაღწევ-მეთქი? და მივაღწიე. დიდი არაფერი შეცვლილა, მაგრამ რიცხვი მოქმედებს, 70. აღარ ვსვამ ნაღვლის ბუშტის გამო…“