ცნობილია, თუ როდის დაიწყებს Ferrari თავისი პირველი ელექტროქარის გაყიდვას. ბრენდის გენერალურმა დირექტორმა სრულად „მწვანე“ Ferrari-ის ნაწილობრივი პრემიერა თებერვალში დააანონსა. ამ წლის 9 ოქტომბერს კი ელექტროქარის „ტექნოლოგიურ გულს“ წარადგენენ. სრულყოფილი პრემიერა გაზაფხულისთვის შედგება, კლიენტებს კი სიახლეს „მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ“, 2026 წლის ოქტომბერში მიაწვდიან.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Ferrari-მ ელექტრონული სიახლის ჩაშვების ვადები გადასწია. 2025 წლის ოქტომბერში კი არა ძარის პრეზენტაცია, არამედ სერიული ავტომობილის ცოცხალი ჩვენება გაიმართება.
Ferrari-ს ელექტროქარზე ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ინსაიდერთა ინფორმაციით, მისი ფასი მინიმუმ 500 ათასი ევრო იქნება. მარანელოში პირობას დებენ, რომ „ელემენტიანი“ Ferrari სხვა ელექტროქარებისგან „მართვის მძაფრი შეგრძნებით იქნება გამორჩეული“, მაშინ როცა სხვები, მაგალითად Tesla მხოლოდ A პუნქტიდან B პუნქტამდე მისასვლელადაა განკუთვნილი.