სრულყოფილი ძილისთვის ადამიანთა უმრავლესობას 8 საათი სჭირდება. თუმცა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს იშვიათი მუტაცია, რომლის მფლობელებსაც დღე-ღამეში 4 საათიანი ძილიც ჰყოფნით იმისთვის, რომ სრულყოფილად ფუნქციონირება შეძლონ. ახალ კვლევას სამეცნიერო ჟურნალი PNAS აქვეყნებს.
საუბარია გენეტიკურ მუტაცია Sik3-N783Y-ზე, რომელიც სპეციალისტებმა თაგვების მაგალითზეც გამოიკვლიეს და შედეგები ამ შემთხვევაშიც იდენტური იყო.
მეცნიერები მომავალში აპირებენ, რომ ეს მუტაცია კიდევ უფრო უკეთ შეისწავლონ. ასეთი ადამიანების გენეტიკა დეტალურად გამოიკვლიონ, რაც მომავალში ძილის პრობლემების მკურნალობისთვის გამოადგებათ.