LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის პირველ კვარტალში სარკინიგზო ტვირთის საქართველოში შემომტანი და სარკინიგზო ტვირთის საქართველოდან მიმღები მთავარი ქვეყანა რუსეთის ფედერაციია

106
სარკინიგზო ტვირთი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 348.8 ათასი მგზავრი, რაც 25.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 345.8 ათასი მგზავრი, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში კი – 3000 მგზავრი.

საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39% (2025 წლის პირველ კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის სტატისტიკას, 2025 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 6.8%-ით ნაკლები – სულ 3 მლნ ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 8.4% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.6% – საერთაშორისო გადაზიდვაზე, ხოლო 58% – ტრანზიტზე.

საანგარიშო პერიოდში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 51%-ის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.8%-ის დანიშნულების ქვეყანაც რუსეთის ფედერაციაა.

რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 34.5% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 20.6% – ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების, რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 17.8% – ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g