LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

150 000 დოლარი თითო ფოტოსთვის – ჯენიფერ ლოპესს საკუთარი ფოტოების გავრცელებისთვის უჩივიან

205
download (1)

ჯენიფერ ლოპესი სკანდალში გაეხვა. მას პაპარაცის გადაღებული საკუთარი ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისთვის უჩივიან.

საქმე ეხება, ოქროს გლობუსის წლევანდელი დაჯილდოების პრე-ფართიზე ედვინ ბლანკოს მიერ გადაღებულ ორ სურათს, რომლებზეც ამ უკანასკნელის თქმით, საავტორო უფლებები დაირღვა.

როგორც პაპარაცი აღნიშნავს, ჯეი ლომ მისი დაფიქსირებული კადრები, ლიცენზიის გარეშე გააზიარა.

სარჩელის მიხედვით, ლოპესის გუნდს საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილი მაშინვე გაეგზავნა. მას შემდეგ, მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა და სიტყვიერად კომპენსაციაზეც შეთანხმდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რის გამოც მომჩივანმა აღებული ვალდებულების შესასრულებლად, სასამართლოს მიმართა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბლანკო თითო ფოტოსთვის, 150,000 დოლარს მიიღებს.

ლოპესის ადვოკატებს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი, ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ჯენიფერ ლოპესი წლევანდელ Golden Globe Awards-ს არ დასწრებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები