16 მაისს თბილისში, სპორტის სასახლესთან ნაცემი მუსიკოსის – ბექა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ონიანის დეიდამ, ქეთი შერმადინმა განაცხადა, ახლა მთავარი გარემოება ის არის, რომ ნაცემი ახალგაზრდის მდგომარეობა არ მძიმდება.
„ბექა კვლავ რჩება სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, ექიმები ნელ-ნელა იწყებენ რეფლექსების შემოწმებას, თვალებს, კიდურებს აქვს თუ არა რეაგირება. სიახლე ის არის, რომ მისი მდგომარეობა არ უარესდება, ისევ სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ქეთი შერმადინმა.
ბექა ონიანს პირველი უარყოფითი ან ნულოვანი რეზუსის სისხლი ესაჭიროება
ბექა ონიანის ოჯახის წევრების განცხადებით, მას ექიმები ამ დრომდე ხელოვნურ კომაში ამყოფებენ.
დასმულ კითხვაზე, რა ხდება გამოძიების მიმართულებით, ბექა ონიანის დედამ უპასუხა, რომ ახლა მათთვის პრიორიტეტული მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
„ამ ეტაპზე ორიენტირებული ვართ ბექას გადარჩენაზე, რამდენიმე დღეში ჩავებმებით ამ პროცესში, ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი ბექა ჯანმრთელობაა“. – აღნიშნა ქეთი შერმადინმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ივანე ტყეშელაშვილმა ბექა ონიანს რამდენიმეჯერ დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
⭕⬇ სამართლის სპეციალისტი – კახა ურიადმყოფელი მუსიკოს – ბექა ონიანზე თავდასხმას ეხმაურება ⭕⬇ „არ ვიცი რა შეიძლება იყოს…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Tuesday 20 May 2025