LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბათუმში გერმანიის ელჩის და მისი მეუღლის შეურაცხყოფა უფრო ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა“ – სალომე ზურაბიშვილი

178
სალომე ზურაბიშვილი პეტერ ფიშერი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა და ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირადად მისი და „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი აფასებს გერმანიის მხარდაჭერას. მისივე თქმით, გერმანიის გარეშე არ არსებობს ევროინტეგრაციის პროცესი. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, მომხდარი საქართველოს შეურაცხყოფაა.

„მინდა გამოვეხმაურო ბათუმში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ეხებოდა გერმანიის ელჩს და მის მეუღლეს. ორივეს მიაყენეს შეურაცხყოფა. მიმაჩნია, რომ ეს უფრო ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა. ქვეყანა, რომელმაც მიიღო გერმანიისგან უდიდესი დახმარება ამ 30 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დღეს ვინც არის ამ ქვეყნის მმართველობაში „ქართული ოცნებიდან“, თითქმის ყველამ გაიარეს გერმანული უნივერსიტეტები და იქიდან მიიღეს განათლება. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და რომლის როლიც იყო გადამწყვეტი იმ დროს, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში შესასვლელად. გერმანიის გარეშე არ არსებობს ინტეგრაციის პროცესი. მინდა რომ ჩემი მხრივ და ასევე ამაში მინდა გავაერთიანო წინააღმდეგობის პლატფორმა, გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა, სოლიდარობა ბატონი ელჩის და მისი მეუღლის მიმართ. ჩვენ გვყავს მეგობრები ევროპაში, ეს მეგობრები გვეხმარებიან და მე ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს, აფასებს. ელჩმა, დღეს რომ შევხვდი, თვითონაც მითხრა, იმ დროს, როცა ვიღაც ლანძღავდა, ადგილზე იყო ძალიან ბევრი უბრალო ადამიანი, საზოგადოების წარმომადგენელი, რომლებმაც ამოიღეს ხმა და გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა და პატივისცემა ელჩისა და მისი მეუღლის მიმართ. მე მინდა მას პირადად დიდი მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“. – განუცხადეს „ფორმულას“ გერმანიის საელჩოში.

გიორგი ვაშაძე: „გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი“

პიტერ ფიშერი: გერმანიის მთავრობისთვის 39 წელი ვიმუშავე და ინსტრუქციებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ვიღებ და არა რაიმე გამოგონილი „დიფ სთეითისგან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g