LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა შენგელია იუბილარია: „ჩემს ძვირფას და შეუცვლელ მეგობარს გაუმარჯოს… ყველასგან გამორჩეულს, უნიჭიერესს, საოცარს… შენ ხარ ზეიმი კაცი!“

720
ზაზა შენგელია, ინგა გრიგოლია (1)

„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი იუბილარია. ზაზა შენგელია არაერთ მილოცვას იღებს სოციალურ ქსელში, მათ შორისაა ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი, რომელშიც ჟურნალისტი მისი მეგობრის დიდ დამსახურებას უსვამს ხაზს როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ ჭრილში.

ინგა გრიგოლია მადლობას უხდის ზაზა შენგელიას წლების განმავლობაში გაცემული მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის:

„ჩემს ძვირფას და შეუცვლელ მეგობარს გაუმარჯოს❤️ ჩემს არაჩვეულებრივ ზაზა შენგელიას❤️

ყველასგან გამორჩეულს, უნიჭიერესს, საოცარს, ყოველთვის საიმედოს და კედელს, რომელიც არასოდეს გიღალატებს, არასდროს გაგიშვებს ხელს, რაც არ უნდა სახიფათო იყოს სიტუაცია, არასოდეს მიგატოვებს და ყველაზე მიჩქმალულ ნიჭსაც კი აღმოაჩენს ადამიანში, გააძლიერებს და დააჯერებს, რომ მთების გადადგმა შეუძლია❤️

დაბადების დღეს გილოცავ, ზაზა!

ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ!❤️ გულწრფელად, ალალად და უთავბოლოდ❤️
რა მაგარია, ჩემი მეგობარი რომ ხარ ❤️

მადლობა ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში ჩემთვის გაგიკეთებია! მადლობა ჩემი უცნაური თავგადასავლისთვის პროფესიაში და დიდი მეგობრობისთვის!🙏

შენ ხარ ზეიმი კაცი! ბედნიერი იყავი შენს არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად, რომელიც ძალიან მიყვარს!❤️“, – წერს ინგა გრიგოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g