LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვა საზრუნავები დამემატა ცხოვრებაში, ჩემი შვილიშვილის სახით, ოჯახური ყოფითი გამოწვევების სახით, რაც ადრე საერთოდ არ მადარდებდა, ძალიან სასაცილოა მაგრამ პური როგორ მეყიდა და დენი გადამეხადა არ მაწუხებდა“ – ინგა გრიგოლია

400
inga grigolia

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც გადაცემას „სხვა ნანუკა“ სტუმრობდა, გულწრფელად ისაუბრა ცხოვრების ახალ ეტაპზე, სადაც პრიორიტეტებად ოჯახი, შვილიშვილი და ემოციური კავშირები იქცა.

როგორც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, წლების მატებასთან ერთად მის ცხოვრებაში ემოციური ცვლილებები დაიწყო. ამ კონტექსტში ჟურნალისტმა შვილიშვილის მიმართ მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება აღნიშნა.

„სხვა საზრუნავები დამემატა ცხოვრებაში, ჩემი შვილიშვილის სახით, ოჯახური ყოფითი გამოწვევების სახით, რაც ადრე საერთოდ არ მადარდებდა, მე მხოლოდ ფინანსებს ვაძლევდი ოჯახს, ხელფასიდან, დანარჩენი სხვისი პრობლემა იყო, არაფერს ვაგვარებდი

ახლა დამეწყო ზრუნვა, ოღონდ ჩემი სურვილით…

ძალიან სასაცილოა, მაგრამ პური როგორ მეყიდა და დენი გადამეხადა არ მაწუხებდა… ანუ, არაფერს ვაკეთებდი… ახლა გამძაფრებული მაქვს ემოციები მშობლების, შვილის, შვილიშვილის მიმართ…  ამ ასაკში ისეთი უცნაური, ადამიანური ემოციები წამოვიდა, რაც ადრე არ მქონია…

ძალიან დაღლილი ვწევარ ღამე და ჩემი შვილი მწერს, რომ ნინიას აქვს მაღალი სიცხე, ვერ დავიძინე, მთელი ღამე გავათენე და ამ დროს, როცა ჩემი შვილი პატარა იყო, დედაჩემი ზრდიდა, სანამ სკოლა არ დაამთავრა, სიგიჟემდე მიყვარდა ჩემი შვილი, მაგრამ თითქოს რაღაცები მაკლდა მზრუნველობაში, ახლა, შვილიშვილზე რომ მითხრა სიცხე აქვს, კედლებზე ვიარე… ასეთია ნერვიულობა ამ ასაკში“

სხვა საზრუნავები დამემატა ცხოვრებაში, ჩემი შვილიშვილის სახით , ოჯახური ყოფითი გამოწვევების სახით, რაც ადრე საერთოდ არ მადარდებდა, ძალიან სასაცილოა მაგრამ პური როგორ მეყიდა და დენი გადამეხადა არ მაწუხებდა. ახლა ემოციები მაქვს მეტად გამძაფრებული სრული გადაცემა იხილეთ იუთუბზე:👇 https://youtu.be/pjcGCItiK4g

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g