შვედეთში გადაწყვიტეს, რომ საბავშვო ბაღი პატარებისთვის 3 წლიდან გახდეს სავალდებულო. მიზანი – სასკოლოდ მოსამზადებლად ყველასთვის თანაბარი პირობების შექმნაა, წერს svd.se.
ინიციატივის ავტორი სახელმწიფო კოორდინატორი გახდა. მისი შემოთავაზებით, სკოლამდელი განათლება უფასო უნდა იყოს და კვირაში მინიმუმ 30 საათს უნდა მოიცავდეს. ეს საბაზისო უნარების გამყარებას შეუწყობს ხელს – იქნება ეს ენის უკეთ ფლობა თუ სოციალიზაცია და ყველა ბავშვს იდენტურ სტარტს მისცემს სკოლამდე.
ამჟამად ბაღში ქვეყანაში მცხოვრები ბავშვების 95% დადის. ხელისუფლების აზრით კი ამ მცირე სხვაობის აღმოფხვრაც საჭიროა, რათა პატარები სკოლამდელი განათლების გარეშე არ დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი განათლება სავალდებულო ევროპის ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის – საფრანგეთში, ესპანეთში და უნგრეთში.