„ვინ ვინ არის“ მეორე ეპიზოდი გამორჩეული გამოდგა, რადგან გაირკვა, ვინ იმალებოდა ელეგანტური საათის ნიღბის ქვეშ.
სხვათა შორის, დეტექტივებიდან ყველაზე დაკვირვებული ანრი ჯოხაძე გამოდგა, რომელმაც პირველივე ცდაზე გამოიცნო, თუ ვინ მღეროდა საათის ნიღბის ქვეშ.
როდესაც ნიღბის მოხსნის დრო დადგა, გადაცემის წამყვანმა მაკა ზამბახიძემ სწორედ ანრი ჯოხაძე მიიწვია სცენაზე, რათა პირადად ახლოდან ენახა ნიღბის მფლობელი.
აღმოჩნდა, რომ ანრიმ სწორად გამოიცნო ლეგენდარული კომპოზიტორის, „კახეთო, ჩემო კახეთოს“ ავტორის, ნუნუ დუღაშვილის დაუვიწყარი ხმა. ნიღბის ქვეშ სწორედ ნუნუ დუღაშვილი იმალებოდა…