თურქეთში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქ მარმარისში, ადგილობრივი დროით 02:17 საათზე დაფიქსირდა.
მუგლას გუბერნატორის ინფორმაციით, მიწისძვრის დროს, პანიკური შეტევის შედეგად გარდაიცვალა 14 წლის მოზარდი, 69 ადამიანი კი დაშავდა, დაშავებულებიდან 14 ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ რეგიონებშიც, მათ შორის საბერძნეთში, როდოსის კუნძულზე.
Marmaris açıklarında saat 02:17'de meydana gelen ve çevre illerimizde de hissedilen 5.8 büyüklüğündeki #deprem sonrası yapılan saha taralamarında herhangi bir olumsuzluk tespit edilememiştir.
— Dr. İdris AKBIYIK (@idrisakbiyik) June 3, 2025
Enerji arzında ve altyapısında, Doğalgaz arzında, içmesuyu ve kanalizasyon…