,,როლი, რომლისთვისაც ჯენიფერ ლოპესი დაიბადა” – ასეთი ტიტრით იწყება ფილმის – Kiss of the Spider Woman თიზერ თრეილერი, რომელიც თავად ჯენიფერ ლოპესმა გულშემატკივრებს გაუზიარა. მთავარ პერსონაჟს კინოსურათში, სწორედ ჯეი ლო განასახიერებს.
კადრებში ლოპესის ცნობა, ფაქტობრივად შეუძლებელია. როგორც მან აღნიშნა, ეს როლი მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური გამოცდილება იყო.
90-იანი წლების გახმაურებული მიუზიკლის კინოადაპტაცია ეკრანებზე, 10 ოქტომბერს გამოჩნდება. ბილ კონდონის ნამუშევრის საპრეზენტაციო ჩვენება 26 იანვარს, სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმს მაყურებლის ხმაურიანი ოვაციები მოჰყვა. კრიტიკოსების შეფასებით, ფილმში ჯენიფერ ლოპესი შეუდარებელია.
შეუდარებელი ჯენიფერ ლოპესი ატმისფერი ლუქით ნიუ-იორკში
ცნობისთვის, კინოსურათში – ,,ქალი-ობობას კოცნა” მოვლენები 1981 წელს, არგენტინის ციხეში, ბინძური ომის დროს ვითარდება და ორი თანამესაკნის შესახებ მოგვითხრობს.
სიუჟეტის მიხედვით, ერთ-ერთი პატიმარი რეალობისგან გაქცევისთვის იგონებს ჰოლივუდის ვარსკვლავს, ინგრიდ ლუნას (ჯენიფერ ლოპესი), რომელიც მის ფანტაზიებში ცოცხლდება როგორც მომაჯადოებელი „ქალი-ობობა”. ფილმი აერთიანებს ციხის მკაცრ რეალობას და ფერადოვან მუსიკალურ სცენებს, რომლებშიც სიმღერებს თვით ლოპესი ასრულებს. როგორც მიუზიკლი ასევე ფილმი მანუელ პუიგის 1979 წლის ნოველას ეფუძნება.



