LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოჟა ქეთი ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იმღერებს – დაანონსდნენ სხვა არტისტებიც

156
photo-collage.png (11)

ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, ფინალის შესვენება მუსიკალურად გაფორმდება. ტაიმ-აუტზე ტრიბუნის წინაშე ამერიკელი რეპერი – დოჟა ქეთი, კოლუმბიელი მომღერალი – ჯეი ბალვინი და ნიგერიელი შემსრულებელი – Tems წარდგებიან.

2025 FIFA Club World Cup 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.

,,ეს იქნება ისტორიული მომენტი ჩემპიონატისთვის, რომელიც მსოფლიოს უდიდესი სპორტული ღონისძიებაა,” – აღნიშნა ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ

ჯერჯერობით უცნობია, რას შეასრულებენ არტისტები და ვიხილავთ თუ არა მათ საერთო პერფორმანსს სტადიონზე. შოუს ორგანიზებას Coldplay-ის ვოკალისტი, კრის მარტინი გაუწევს.

ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს 2005 წლიდან, ოფიციალური სიმღერა აქვს. წლევანდელი ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერად იტალიელი არტისტის – Gala ჰიტი – Freed from Desire (1997 წ.) დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები