LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე: „All My Life ჩარტებში მაღლა და მაღლა იწევს და უკვე Amazon-ის ბესტსელერების სიაშიც მოხვდა!“

256
ნუცა ბუზალაძე (1)

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ფეისბუკგვერდზე გულშემატკივრებს მორიგ ვიდეოსა და ახალ ინფორმაციას უზიარებს. კერძოდ, როგორც ნუცა ბუზალაძე აღნიშნავს, მისი ახალი სინგლი „All My Life“ უკვე Amazon-ის ბესტსელერების სიაშიც შევიდა.

„All My Life ჩარტებში მაღლა და მაღლა იწევს და უკვე Amazon-ის ბესტსელერების სიაშიც მოხვდა!“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

„All My Life“ თავისი მელოდიურობით გამოირჩევა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუზალაძის მუსიკალურ სტილს და სცენურ მომხიბვლელობას.

აღსანიშნავია, რომ კარიერული წინსვლის ფონზე, ნუცა ბუზალაძე, პირად ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის წინაშე დგას. რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ მომღერალი დაინიშნა. ნუცა ბუზალაძისა და ამერიკელი აგენტის, დარენ პრინცის ურთიერთობა პროფესიული თანამშრომლობით დაიწყო, თუმცა როგორც ნუცამ აღნიშნა, დროის განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა ღრმა ემოციურ კავშირში გადაიზარდა.

ფოტოები: „მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს… მე ვთქვი დიახ!“ – ნუცა ბუზალაძე დაინიშნა და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g