არსებობს ავტომობილთა სერიების კონკრეტული მოდელები, რომლებსაც გარდამტეხი თუ არა, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ავტოსამყაროს მოყვარულთა ინტერესების დაკმაყოფილებაში.
არსებობს გერმანული ავტოგიგანტის, BMW-ს ისეთი მოდელი, რომელიც საკვირველების მწვერვალია.
ასეთია BMW Isetta – ვინც არ იცის, ჩაეცინება იმაზე, რომ ამ პატარა მანქანამ BMW-ს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. არადა, სასაცილო Isetta რეალურად არც იყო BMW. მიუნხენელებმა მისი ლიცენზია მაცივრების იტალიური მწარმოებლისგან, Iso-სგან შეიძინეს.
სისწრაფის მოყვარულთათვის, წესით ეს მინი კუპე, ბევრს არაფერს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ არსებობს ისეთი ენთუზიასტები, ვისაც ბმვ ისეტტა დიდ სიამოვნებას ჰგვრის.
რატომ? სხვათა შორის, სწორედ ამ მანქანამ მოუტანა BMW-ს ფინანსური წარმატება და მისცა იმის საშუალება, რომ მომავალში გრანდიოზული მანქანები ეწარმოებინა.
50-იანი წლების შუაგულში ბავარიელებს მხოლოდ 502, 503 და 507 ჰყავდათ პროგრამაში – საოცნებო ტიპები, მაგრამ ამ მოდელებით BMW ფულს ვერ შოულობდა. Isetta-ს გამოშვების შემდეგ კი BMW-ს დიდი ფული შეუვიდა! Isetta 2500 მარკა ღირდა, 1200 მარკით იაფი იყო ”
ფოლკსვაგენის” ”
ხოჭოზე” და ძალიან ბევრს აუსრულა ოცნება, ჰყოლოდათ საკუთარი ავტომობილი.