რატი დურგლიშვილი მამასთან, კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილთან ერთად გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმარი იყო, რომლის ეპიზოდიც 2 თვის წინ ჩაიწერა და ეთერში დღეს გავიდა.
გადაცემის ჩაწერის დღეს რატის მამა იუბილარი იყო და მომღერალმა მშობელს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა.
„გილოცავ დაბადების დღეს. ყველა ინტერვიუში, გადაცემაში ვიძახი, რომ საოცრად კარგი მამა მყავს. დიდხანს სიცოცხლე მინდა ვუსურვო, ჯანმრთელობა და ყველაფრისთვის მადლობა. გაგიმარჯოს“, – ამბობს რატი დურგლიშვილი.