LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ელენე ხოშტარიას არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო“

107
შალვა პაპუაშვილი

„არ მგონია, რაიმე შეეცვალა [ელენე ხოშტარიას შიმშილობას], მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვწყვეტ შიმშილობას, რომ ყველა ერთად გადავიდეთ ძალიან აქტიურ ბრძოლის ფაზაზე“ – ელენე ხოშტარია

პაპუაშვილი გამოეხმაურა 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას, რომლის თანახმად, ისინი უარს ამბობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს 8 პარტია, მონაწილეობას მიიღებს სხვა 20 პარტია.

„არ მინდა, რომ შემეშალოს რამდენი პარტია იღებდა მონაწილეობას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, იქნებოდა ალბათ 30-მდე. გუშინ თქვეს, რომ 8 პარტია ვართო, ვინც მონაწილეობას არ მივიღებთო. კოალიცია კიდევ ერთხელ დაშალეს, რომ გაებევრებინათ. ხან ერთად ახსენებენ კოალიციებად. როცა რაოდენობა სჭირდებათ, დაშლიან და ცალ-ცალკე პარტიად ასახელებენ. 8 თუ არ მიიღებს, 20 მიიღებს. ამას საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან. მათი სურვილი და გადაწყვეტილებაა, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. ქართველი ხალხი ოქტომბერში გამოვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ექნება შესაბამისი არჩევანი და ამ არჩევანს გააკეთებს.

არ მგონია [ელენე ხოშტარიას შიმშილობას] რაიმე შეეცვალა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო, რომ იშიმშილა. სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით, 2 დღე იშიმშილა ადამიანმა და გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა. ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო „ჰედლაინებში“.

შიმშილობის გამოცხადება და საკუთარი სიცოცხლის შანტაჟით სხვების იძულება არის არაეთიკური. ამის ახსნას ვცდილობდი გერმანიის ელჩისთვის, რომ არაეთიკურია, როცა ადამიანი აშანტაჟებს სხვას საკუთარი სიცოცხლით და არაეთიკურია, როცა ამ შანტაჟს შემდეგ სოლიდარობას უცხადებ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

კახა კალაძე: „ისედაც ვიცოდით, რომ ოპოზიციური პარტიები, ვინც გუშინ გამოვიდნენ, უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო ან შიმშილობის დაწყების, ან შეწყვეტის შინაარსი და მიზანი“

ცნობისათვის, 8 ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი უარს ამბობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ოპოზიციური პარტიების განცხადების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ, რომლებიც პარლამენტთან შიმშილობდნენ, პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g