LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა იწვევს თირკმელში კენჭებს და როგორ ავიცილოთ თავიდან“ – გიორგი ღოღობერიძე 4 მარტივ წესს გვიზიარებს

331
2026-07-25_23-42-05_953188

რა იწვევს თირკმელში კენჭების წარმოქმნას და როგორ შევამციროთ კენჭების წარმოქმნის ალბათობა თირკმელში? – ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე რჩევებს გვიზიარებს.

„თირკმლის კენჭების უდიდესი ნაწილი გამოწვეულია შარდში ციტრატის ნაკლებობით. როდესაც დღე ღამის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი 320 მილიგრამზე ნაკლებ ციტრატს გამოყოფს შარდით, სწორედ ეს იწვევს თირკმლის კენჭების ორ მესამედზე მეტს, რადგან როდესაც შარდში ცოტაა ციტრატი, კალციუმი უკავშირდება ოქსალატს, ფოსფატს და მიიღება კენჭები.

4 მარტივი რამ დაგიცავს იმისგან, რომ შენ თირკმლის კენჭები არ გქონდეს ან თუ გაქვს, მათ ზომაში შეამცირებს:

1.რაც შეიძლება მეტი ციტრატებით მდიდარი საკვები მიიღე, ყველაზე მარტივი გზა ლიმონიანი წყალია.

2.მიიღე დღე-ღამეში, 2.500 ლიტრი წყალი.

3.ნაკლებად მიიღე გამაგრილებელი სასმელები.

4.შეზღუდე ცილების რაოდენობა საკვებში“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები