LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი კაბა, ყვავილის ფურცლები და ბუმბულის ეფექტი – დუა ლიპა „სკიაპარელის” კაბაში ბრწყინავს

171
page

„პარიზში მაღალი მოდის კვირეული“ ოფიციალურად გაიხსნა, სადაც ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული ჩვენება ლეგენდარულ ბრენდ „სკიაპარელს“ ეკუთვნოდა. ღონისძიებას მრავალი ცნობილი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის  პოპ ვარსკვლავი, დუა ლიპა, რომელმაც თავისი დასამახსოვრებელი გარეგნობით ყველა მოიხიბლა.

დუა ლიპა „სკიაპარელის” თეთრი, დეკოლტეიანი კაბით გამოჩნდა, რომელიც ულამაზესი ყვავილის ფურცლებით იყო გაფორმებული, დეკორაცია, რომელიც ბუმბულსაც მოგაგონებდათ. მომღერალმა არჩევანი მკაფიო და გამოკვეთილ მაკიაჟზე გააკეთა, ეს მის სტილში კარგად ნაცნობი ხელწერაა. „სკიაპარელის“ ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გახდა კვირეულის გახსნაზე. ყველა სტუმარი, რა თქმა უნდა, ბრენდის კრეატიულ და არაორდინარულ სამოსში იყო გამოწყობილი.

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ

დუა ლიპა თავისუფალ დროს მეგობარ მამაკაცთან ერთად ატარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები