Lamborghini Urus-ის მეორე თაობა არა ელექტრომობილი, არამედ – ჰიბრიდი იქნება. სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი აჭიანურებს ელემენტზე მომუშავე მანქანების გამოშვებას, რაც მომხმარებელთა მოთხოვნებს უკავშირდება.
გამონაკლისი არ არის არც Lamborghini: ბრენდის გენერალურმა დირექტორმა შტეფან ვინკელმანმა გამოცემა Autocar-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ბესტსელერ კროსოვერის მეორე თაობა შიდა წვის ძრავზე უარს არ იტყვის.
შტეფან ვინკელმანის თქმით, ახალი თაობის Lamborghini Urus ჰიბრიდულ აგრეგატს მიიღებს. მან დაამატა, რომ მომხმარებლები „ძალიან გახარებულები იქნებიან ამ სიახლის მოსმენით“. მომდევნო Urus-ის პრემიერა სავარაუდოდ 2029 წელს შედგება. ზუსტი თარიღი ბრენდის ხელმძღვანელს არ დაუსახელებია.
ამ დროისთვის Lamborghini მუშაობას განაგრძობს მოქმედ Urus-ზე და მის მოდიფიკაციებზე, მათ შორის Performante-ის ჰიბრიდულ ვერსიაზეც.