LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3114
მიხეილ ცაგარელი

05:00-დან 10:00 საათამდე – მთვარე იქნება მიმართულებადაკარგულ ფაზაში, რაც ხშირად იწვევს ყურადღების გაფანტვას. ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვისა და მგზავრობისას.

დღის ენერგია მთლიანობაში დადებითია. ხელს უწყობს: საკამათო საკითხების მშვიდობიან განხილვას, პატიებასა და ურთიერთობების დალაგებას, ინტუიციისა და იღბლის გააქტიურებას

პარტნიორული ურთიერთობები – დღე მეტად აღსავსეა ემოციებით, თუმცა ინტრიგებისა და ჭორების ალბათობაც იზრდება. სასიყვარულო კონტაქტებისთვის დღე ხელსაყრელია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ურთიერთობის განმტკიცებას ან ახლის დაწყებას აპირებს.

ჯანმრთელობა – დღე წარმატებულია კბილების, სისხლძარღვებისა და გრძნობათა ორგანოების მკურნალობისთვის. არ არის რეკომენდებული: ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება, მათ შორის: თხილი, თაფლი, ზედმეტი სითხე და მარილიანი საკვები. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება: ყელი, ენდოკრინული სისტემა (განსაკუთრებით ფარისებრი ჯირკვალი), თირკმელები და კანის მდგომარეობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – არახელსაყრელი დროა მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის ან ტექნიკის შეძენისთვის. სასიკეთოა დღეს მეგობრული ურთიერთობები და სოციალიზაცია, კულტურული და გასართობი ღონისძიებები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის, კოსმეტიკისა და პარფიუმერიის შეძენა.

დღის ფერები და მინერალები – ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ციტრინი, საფირონი, ხოლო ფერებიდან – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი, მწვანე მეტად მოიზიდავენ დადებით კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძისთვის და ტყუპებისთვის. შედარებით დაძაბულია თხის რქისთვის და თევზებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები