რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ სამწლიანი ქორწინების შემდეგ, ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელტცმა ხელახლა „იქორწინეს“ და ღია ცის ქვეშ გამართულ ცერემონიაზე საქორწილო ფიცი კიდევ ერთხელ დადეს. გრანდიოზულ ცერემონიალზე არ იმყოფებოდნენ ბრუკლინის მშობლები და და-ძმა.
მანამ, სანამ ბექჰემების უფროსი ვაჟი საქორწინო ფიცს ხელმეორედ დებდა, დევიდი და ვიქტორია ათასობით კილომეტრის დაშორებით იახტაზე ისვენებდნენ. ვარსკვლავურმა წყვილმა, სულ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამზე“ ოჯახური ფოტოები გაავრცელეს. ისინი იახტაზე სრული შემადგენლობით იმყოფებიან და თუ ფოტოებს დავუჯერებთ, შესანიშნავ დროსაც ატარებენ. თუმცა, სავარაუდოდ ეს მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი სიმშვიდეა და რეალურად, ბექჰემების ოჯახი ძალიან განიცდის უფროსი ვაჟის „დაკარგვას“.
ნიკოლა პელტცი ქმრის ოჯახთან დაპირისპირების ფონზე, ვიქტორიას ახალი ფოტოთი დასცინის
რომეომ „ინსტაგრამზე“ ძმა და რძალი დაბლოკა – ბექჰემების ოჯახური დაძაბულობა თვალსაჩინო ხდება