51 წლის პენელოპე კრუსი და 56 წლის ხავიერ ბარდემი დიდი ხნის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ. ვარსკვლავური წყვილი პუერტო-რიკოში, Bad Bunny-ის კონცერტს დაესწრო.
მედიაში უკვე გავრცელდა ვიდეო, სადაც მსახიობები დარბაზთან ერთად მღერიან, ენერგიულად ცეკვავენ და არაჩვეულებრივ დროს ატარებენ. მოგვიანებით მათ „აფთერ პართიზეც“ გადაინაცვლეს.
ცნობისთვის, პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ეკრანზე კვლავ გაერთიანდებიან. ჰოლივუდის უსაყვარლეს წყვილს ოსკაროსანი რეჟისორი, ფლორიან ზელერი ახალ ფსიქოლოგიურ თრილერში, „ბუნკერი“ იღებს. გადაღებები უკვე დაწყებულია. ზელერმა სცენარი სპეციალურად ბარდემისა და კრუსისთვის დაწერა.
პენელოპე კრუსსა და ხავიერ ბარდემს ახალ ფილმში ვიხილავთ – ცნობილია დეტალი
