Design By Nanuka ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ მოაწყვეს დუტა სხირტლაძის მცხეთის აგარაკი მისი ქალიშვილის ქორწილისთვის.
ვიდეოში თავად დუტა საუბრობს და მადლობას უხდის გუნდს ამ ნამუშევრისთვის:
„ისეთი საოცრებები ჩაატარეს… ატყობთ ხო? აბსოლუტურად შერწყმულია ჩვენ სამყაროსთან. არ მეგონა, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო აქაურობა. დღეს ჩემი შვილის ბედნიერების დღეა, გოგონა გამითხოვდა. მისი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენი მცხეთის პატარა აგარაკზე მოწყობილიყო ვიწრო ვახშამი. ძალიან რთული ამოცანის წინაშე დავაყენეთ ნანუკა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ არაჩვეულებრივ ადამიანსა და გუნდს. მე და ჩემი მეუღლე დღესაც ვლაპარაკობდით, რომ საოცარი ხალხია.“