LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,9,99” – ქარდი ბი ახალ ალბომს მეტროში ყიდის

122
photo-collage.png (3)

ქარდი ბიმ მომავალი მუსიკალური პროექტის პრომოუშენისთვის, სახალისო გზას მიმართა.

რეპერმა ქსელში ვიდეოები განათავსა, რომლებშიც ჩანს, რომ ნიუ-იორკის ქუჩებსა და მეტროსადგურებში გამვლელებსა და მგზავრებს მეორე სტუდიურ ალბომს – Am I the Drama?, 9.99 დოლარად სთავაზობს.

დისკი ოფიციალურად გაყიდვაში, 19 სექტემბერს ჩაეშვება.

ქარდი ბიმ ახალი დისკი ოფიციალურად დააანონსა

შეგახსენებთ, რომ ქარდი ბი მსმენელს ახალ ალბომს, 7 წლიანი პაუზის შემდეგ წარუდგენს. მისი დებიუტი დისკით – Invasion of Privacy, 2018 წლის აპრილში შედგა. სადებიუტო ჩანაწერით ის პირველი ქალი რეპერი გახდა, რომელმაც ,,გრემი” ,,საუკეთესო რეპ ალბომისთვის” მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები