ბრედლი კუპერი რამდენიმე დღის წინ „ნიუ-იორკის კინოფესტივალზე“ გამოჩნდა, სადაც ახალი ფილმი, This Thing Works წარადგინა. 50 წლის მსახიობი არა მხოლოდ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, არამედ თავადვეა ფილმის რეჟისორი.
კუპერი წითელ ხალიჩაზე საკმაოდ ელეგანტური „ლუქით“ გამოჩნდა, თუმცა საზოგადოებას არ გამოჰპარვია მისი სახის ტრანსფორმაციაც. ფოტოები მედიაში მალევე ვირუსულად გავრცელდა და უამრავი კომენტარი გამოიწვია. ბევრი ფიქრობს, რომ მსახიობმა ინიექციურ ჩარევებს მიმართა.
„ცვილის ფიგურას დაემსგავსა“, „ღმერთო, ამდენი ბოტოქსი რაში ჭირდებოდა?“,„რა უქნა თავის ლამაზ სახეს?“, „თმის გადანერგვა გაიკეთა?“, – წერენ კომენტარებში.
ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, რაიან მერქსმა აღნიშნა, რომ კუპერმა შესაძლოა სახისა და კისრის უბნების ლიფტინგი გაიკეთა, რათა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს.
თუმცა Daily Mail-თან სხვა ექსპერტმა ამ ვარაუდში ეჭვი შეიტანა და აღნიშნა, რომ მსახიობის გარეგნობის ცვლილება უფრო ბუნებრივი დაბერების შედეგია, ვიდრე ქირურგიული ჩარევის.
ჯიჯი ულამაზესი კაბით, ბრედლი კი შეყვარებული სახით – უმშვენიერესი წყვილის უახლესი გამოჩენა
ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრნენ – წყვილის პაპარაცული ფოტოები



