კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია სამი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.