რომის 20-ე კინოფესტივალის ფარგლებში, რეჟისორ ალის ვინოკურის ახალი ფილმის, Couture-ის პრემიერა შედგა , რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი და ლუი გარელი ასრულებენ.
50 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე Alberta Ferretti-ის შავი ფერის, ელეგანტურ კაბაში გამოჩნდა, რომელსაც ღია ზურგი ამშვენებდა, აღნიშნულმა დიზაინმა განსაკუთრებით გამოკვეთა ჯოლის ცნობილი ტატუები ზურგზე.
ცნობისთვის, ახალ ფილმში ჯოლი ამერიკელი რეჟისორის როლს ასრულებს, რომელიც პარიზში ჩადის, რათა გადაიღოს ფილმი მოდაზე, მაგრამ იქ ყოფნისას იგებს, რომ მას მკერდის კიბო აქვს.
ანჯელინა ჯოლიმ წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინა და სერიოზული განცხადებები გააკეთა




