LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა გაფრინდაშვილი მორიგი მსოფლიო ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ჩაება 

357
ნონა გაფრინდაშვილი

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილი, 84 წლის ასაკში მორიგი მსოფლიო ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ჩაება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

ნონა გაფრინდაშვილი: „სანამ ცოცხალი ვარ, ვითამაშებ! ასაკი ხელს არ მიშლის…“

კადრებში, რომელსაც ფედერაცია აქვეყნებს, შეკითხვაზე, თუ როგორი განწყობით იწყებს მსოფლიო ჩემპიონატს, ნონა გაფრინდაშვილი აღნიშნავს:

„ჯერ დავჯდე, პირველი პარტია ვითამაშო და შემდეგ გეტყვით.

ახლა გავიგეთ, რომ ჩემი ასაკის მოჭადრაკეები 65-იანებთან თამაშობენ. ასე რომ, არ ვიცი როგორ, რა სიტუაცია იქნება, ვნახოთ“, – აღნიშნავს ნონა გაფრინდაშვილი.

ვიდეო: „რა არის იცით? ჩემი ცხოვრება არის ჭადრაკი…მთავარია არ გაჩერდე, სანამ საშუალებას მომცემს გონება ვითამაშებ..რომ გავჩერებულიყავი, ასაკი უფრო დამეტყობოდა, მაგალითს ვაძლევ ასაკოვან ადამიანებს, იყვნენ აქტიურები იმ საქმეში, რასაც აკეთებდნენ“ – ნონა გაფრინდაშვილი

ვიდეო: “მე ისეთი დიდოსტატები დავამარცხე და ისეთი პარტიები მოვუგე, რომ ერთმა სამჯერ მომილოცა…” – ნონა გაფრინდაშვილი ვაჟ დიდოსტატებთან შეჯიბრს იხსენებს

„ფენომენი, რაც 40 წლის მანძილზე იყო: 29 წელი ჩემპიონობა.. არა მგონია განმეორდეს“ – ნონა გაფრინდაშვილი თავის მიღწევებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g