LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „აღმოჩნდა, რომ შარშან გერმანიის მთავრობამ საქართველოში დახარჯა რეკორდული რაოდენობით ფული NGO-ებზე და ამას უმალავს ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას, გერმანიის პარლამენტს და გერმანელ ხალხს“

113
შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ ვხედავთ არაკეთილსინდისიერ დონორობას, როდესაც აღმოჩნდა, რომ შარშან გერმანიის მთავრობამ საქართველოში დახარჯა რეკორდული რაოდენობით ფული „ენჯეო“- ებზე და ამას უმალავს ქართველ ხალხს, უმალავს საქართველოს ხელისუფლებას, უმალავს გერმანიის პარლამენტს და უმალავს გერმანელ ხალხს, ვის ფულსაც ის ხარჯავს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ოპოზიციურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არ უპასუხა საქართველოში NGO-ების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კითხვებს.

მისი თქმით, „განსაცვიფრებელია უბრალოდ ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, ანგარიშვალდებულებისგან გაქცევა, რაც ჩვენ ამ წერილით ვიხილეთ“:

„გასაკვირია ის პასუხი, რაც ვნახეთ გერმანიის მთავრობის მხრიდან გერმანიის პარლამენტის მიმართ. ჩვენთან ასეთი რამე რომ მომხდარიყო, ოპოზიციას დაესვა კითხვა მთავრობისთვის და მთავრობას გაეცა პასუხი, რომ აქვს ინფორმაცია და უმალავს, წარმომიდგენია რა ამბავში იქნებოდა ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და ზოგიერთი უცხოელი ელჩი, რომ ეს არის გამჭვირვალობის დარღვევა, ანგარიშვალდებულების დარღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ სადეპუტატო შეკითხვაზე ინფორმაცია დაუმალა გერმანიის მთავრობამ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოს ერთ-ერთ წევრს, იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს გერმანიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. როდესაც ისინი საუბრობენ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ისინი მხოლოდ სხვებს გულისხმობენ, თორემ საკუთარ თავს, როგორც ჩანს, ამ ვალდებულებას არ აკისრებენ. მეორე, აბსოლუტურად გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს, მაკონტროლებელ ორგანოს, ინფორმაციას, თითქოს საქართველოში NGO-ების მიმართ არის დევნა და მათ უფრთხილდებიან. აბსოლუტური აბსურდი და ეს არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ დამალონ ინფორმაცია. ეს არის დასტური იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის კანონი, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ არაკეთილსინდისიერ დონორობას როდესაც აღმოჩნდა, რომ შარშან გერმანიის მთავრობამ საქართველოში დახარჯა რეკორდული რაოდენობით ფული NGO-ებზე და უმალავს ქართველ ხალხს, უმალავს საქართველოს ხელისუფლებას, უმალავს გერმანიის პარლამენტს და უმალავს გერმანელ ხალხს, ვის ფულსაც ის ხარჯავს. განსაცვიფრებელია უბრალოდ ის დაბალი სტანდარტი, გაუმჭვირვალობა, ანგარიშვალდებულებისგან გაქცევა, რაც ჩვენ ამ წერილით ვიხილეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, Imedinews ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ოპოზიციურ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალური მთავრობისგან 9 კითხვით მოითხოვდა ინფორმაციას ქართული „ენჯეო“ სექტორის დაფინანსების, როგორც რაოდენობის, ისე მიზნობრიობის შესახებ, თუმცა ვერცერთზე ვერ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g