დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია წამლების ერთმანეთთან შეუთავსებლობის (drug-drug interaction) საფრთხეების შესახებ საუბრობს.
„ფრთხილად იყავით წამლის და წამლის ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით. ანუ, როდესაც ორი ან მეტი პრეპარატის მიღებას აპირებთ ერთად,“ – ამბობს თელია ვიდეოში.
ექიმის თქმით, თითოეული ახალი დანიშნულება აუცილებელია შეთანხმდეს იმ სპეციალისტთან, რომელიც პაციენტს უკვე მკურნალობს.
ის განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ზოგჯერ სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ერთდროულად დანიშნული პრეპარატები შესაძლოა პაციენტის სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.
„ჩემ წამალთან ერთად უნიშნავს ისეთ წამალს, რომელიც კლავს. კატასტროფული საკითხებია… აქ სიკვდილზეა საუბარი, მეტზე კი არაფერზე!“ — ამბობს ზაზა თელია.
