LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაზო დათუნაშვილი: „გაფართოების ანგარიშმა „ქართულ ოცნებას“ და მოქალაქეებს შეფარვის გარეშე უთხრა, რომ „ოცნების“ პირობებში ევროპული მომავალი არის დასრულებული“

107
თაზო დათუნაშვილი

„გუშინდელმა ანგარიშმა პირდაპირ ყოველგვარი დიპლომატიური ენისა და შეფარვის გარეშე „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არის დასრულებული“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

დათუნაშვილმა შეაფასა გაფართოების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გუშინ გამოაქვეყნა.

„2024 წლის 1 სექტემბრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით აღინიშნა“ – რა წერია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში

„საქართველოს ხელისუფლებამ თავისი მოქმედების კურსი უნდა შეცვალოს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ ის უმძიმესი რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დღეს აღმოჩნდა. გუშინდელმა ანგარიშმა პირდაპირ ყოველგვარი დიპლომატიური ენისა და შეფარვის გარეშე „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არის დასრულებული.

შეუძლებელია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში რაიმე წინსვლა იყოს მიღწეული, პირიქით, იმ მომენტთან შედარებით, როდესაც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი საქართველო ბევრად უფრო უკან არის განვითარების თვალსაზრისით, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ყველა სხვა კომპონენტის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპის კავშირში საქართველო გაწევრიანდეს.

„ქართული ოცნების“ ეს რაღაც ავადმყოფური დამოკიდებულება მოსკოვში დაწერილი სცენარია და დღეს საბოლოოდ გამოვლინდა, რომ მოსკოვში დაწერილი სცენარით „ქართულმა ოცნებამ“ დაასამარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასეთი გამონათქვამი, რომ მხოლოდ ფურცელზე არის საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია“,- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია – ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს #fortunage

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 04 ნოემბერი, 2025

💬 „შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები, რაც…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 04 ნოემბერი, 2025

`ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ, გელოდებით, ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ, თავისი…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 04 ნოემბერი, 2025

დღეს ისტორიის ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმენი ვართ, როდესაც ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს,…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 04 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g