LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო…“ – რას ამბობს თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებს შორის ერთ-ერთი ჯაკო ჩარკვიანია

1074
თაკო ჩარკვიანი

სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანია. აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ მისი მამიდა, თაკო ჩარკვიანი უდასტურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თაკო ჩარკვიანი ამბობს, მისი ძმიშვილი დაკავებული არ არის, ის არ გამოუკითხავთ და არც არსად მიმალვას არ აპირებს.

ასევე, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ მის ძმისშვილს მანანა გიორგობიანმა დაურეკა და დახმარება სთხოვა.

„ჩემი ინფორმაციით, ამ ქალმა [მანანა გიორგობიანი] დაურეკა, მცემენ და მიშველეო, ის ჯაკოს გარდაცვლილი მეგობრის დედაა. ვიდეოშიც ისმის ფრაზა, „ახლა მე ბიჭებს დავურეკავო“ და მერე ამბობს კიდეც, ამან, მეორემაც დამარტყა ხელიო. აბსოლუტურად შეცდომაში შეყვანაა ადამიანების… შვილის ხელა ბავშვებს რანაირად უნდა დაურეკო ქალმა, არ ვიცი…. გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს, მიშველე, მირტყამენ, მიშველეო, ჩახვალ, ადამიანური რეაქცია იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო. ძალიან ბევრი თვითმხილველია“, – აცხადებს ჩარკვიანი „ინტერპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ „სპარში“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მანანა გიორგობიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g