საზოგადოებისთვის ცნობილი პლასტიკური ქირურგი და პროფესორი – ციცინო შურღაია „ზმნასთან“ ინტერვიუში მსახიობ და ტელეწამყვან ია ფარულავასთან ურთიერთობის შესახებ ჰყვება.
როგორც ციცინო საუბრობს, იასთან მეგობრობდა, თუმცა საბოლოოდ მათი ეს მეგობრობა ცუდად დასრულდა.
„დღეს მე ელიტა მილოცავს იმას, რომ კიდევ კარგი, საერთოდ ქუჩაში არ დარჩი და ყველაფერი არ წაგართვაო. ის ატყუებს ყველას. ტარიელ სუარი ახლა იმ სახლში ცხოვრობს, სადაც მე ვცხოვრობდი მანამდე. მას იამ გააყიდინა სახლი და პრაქტიკულად ქუჩაში დატოვა. ამიტომ ტარიელი ამბობს, რომ ის სახლი მას ეკუთვნის და იქ უნდა იცხოვროს, თვითონ ია, ახლა, ნაქირავებში ცხოვრობს.
მოკლედ, ბინები მივყიდეთ ერთმანეთს. დრო გავიდა და ჩემი ნაყიდი ბინიდან არ გამოდიოდა. იქ კატები ცხოვრობენ და ვერ გავცლიო, ეს მითხრა ბინის შეძენიდან ორი თვის შემდეგ. ჩემი შვილი და სიძე კანადაში ცხოვრობენ, ბინის თანხის ნაწილი მათ მომცეს, რაც იას გადავუხადე.
ჩავაბარე გაწკრიალებული, სუფთა ბინა, მან კი დამახვედრა ჩამოდღლეზილი კედლები, კატის რწყილებითა და განავლით სავსე და დამპალი იატაკი“, – ამბობს ციცინო შურღაია.
ვრცლად იხილეთ ინტერვიუ.
ვიდეო: „მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენი გზები გაიყო“ – რას ჰყვება ია ფარულავა ციცინო შურღაიაზე
