ნინო ჩხეიძე გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მეუღლეზე ისაუბრა.
მომღერალი აღნიშნავს, რომ ქმარს არ დაშორებია. ის დღემდე მისთვის საუკეთესო და ახლო ადამიანია.
„ქმარს არ გავშორდი. სხვათა შორის რომ მკითხე იმდენი დეჟავიუ წამომივიდა, გამორიცხულია გავიარო ქუჩაში, მაღაზიაში შევიდე, ყველგან არის ეს შეკითხვა.
როგორც მეგობარს ისე გეტყვი: ქმარს არ გავშორდი გიორგი არის ჩემი ყველაზე საუკეთესო და ახლო ადამიანი. უბრალოდ ეს ადამიანი არ ცხოვრობს საქართველოში და ასეთი ახლო ცოლქმრული ურთიერთობა არ გვაქვს. ყველა დეტალში და ნიუანსში ჩართულები ვართ“, – აღნიშნა ნინო ჩხეიძემ.
