LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე და გიორგი ერთად არ ვცხოვრობთ… გვაქვს ყოველწუთიერი ურთიერთობა, ყველაფერი იცის ჩემ შესახებ, რას და როგორ ვაკეთებ…“ – ნინო ჩხეიძე მეუღლის შესახებ

1268
305171505-1453721688465302-167607461174068375-n-2022-09-13_10-54-55_428289

ნინო ჩხეიძე „მადისაღმძვრელ პოდკასტში“ საუბრობს ქმრის მხარდაჭერისა და გვერდში დგომის შესახებ და აღნიშნავს, რა მნიშვნელოვანია, როცა არსებობს ადამიანი, რომელსაც შენი სჯერა:

„თავდაჯერებული იმიტომ ვიყავი, რომ გიორგის სჯეროდა ჩემი. იმხელა სტიმულს მაძლევდა… როგორც კლდე, ისე მედგა. გარდა ფინანსებისა და ის სიმღერების ჩაწერებს უზრუნველყოფდა, თუმცა გიორგი რომც არ ყოფილიყო, ჩემი ოჯახიც მაწერინებდა სიმღერებს… გიორგი ჩემთან ერთად ფიქრობდა, ირჩევდა, ერთად რა გაგვეკეთებინა. დღემდე ასეა. სუნამოც რომ გამოვუშვი, ამაშიც ჩართულია. ძალიან საჭიროა, არა მხოლოდ ქმარი, არამედ მეგობარიც, რომელსაც შენი სჯერა. როცა ასეთი ადამიანები გყავს გვერდით, ალბათ, ვერავინ გაგტეხს. გიორგი სულ ასეა… იცი, რამდენჯერ მითქვამს, ამას ვერ შევძლებ-მეთქი. მას უთქვამს, არა, ძალიან კარგი იქნებაო…

გიორგი 15 წელზე მეტია, საქართველოში არ ცხოვრობს. ყველანაირად გვერდში მიდგას, მორალურად… მაგრამ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ურთიერთობას და მეგობრობას რაც შეეხება, ყვოელწუთიერი კონტაქტი გვაქვს. ყველაფერი იცის… მაგრამ ერთად არ ვცხოვრობთ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g