„რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ ბატონი სააკაშვილი წამოვიყვანოთ, ეს ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია. უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიცია ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მას ვთვლით უკრაინის სრულუფლებიან მოქალაქედ და ამასთან, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია.
„ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში“ – ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე
როგორც მიხეილ სარჯველაძე აღნიშნავს, ეს ფაქტი „აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა“.
ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, ბატონი სააკაშვილი უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით…. ეჭვგარეშეა, ბატონი სააკაშვილი პუტინის ტყვეა, პუტინის პატიმარი.“, – განაცხადა პოდოლიაკმა „ტვ პირველის“ თარგმანის მიხედვით.
თინა ბოკუჩავა: „მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის ცნობილი არ ყოფილა, მხოლოდ ახლა შევიდა მასთან ადვოკატი…“
ბოკუჩავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, რომ „სამოქალაქო ტყვეების“ სიაში შეიყვანონ. შესაბამის განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.
ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე: „მისი მდგომარეობა სტაციონარულ მკურნალობას ნამდვილად აღარ ითხოვდა“
