ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი ნანკა გვარის პოდკასტის – „მარტოობის 15 წუთის“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.
მაია ასათიანმა პოდკასტში საკუთარი ცხოვრების ტრაგედიასა და რთული პერიოდის დაძლევის გზებზე ისაუბრა.
„ახლა ამას პირველად ვიტყვი – რატომ ახურავთ მგლოვიარე ქალებს თავზე? პირველ დღეებში მეც მეფარა თავზე, გარეთ რომ გავდიოდი, ასეთი არავის არ ვუნახივარ.
ამ დროს სამყაროს ემალები, აღარ გინდა, რომ სამყარომ შეგამჩნიოს.
სურათიც კი მაქვს გადაღებული – პირველი სამი დღე თავზე შავი, გრძელი მოსახვევი მეფარა. მერე საკუთარ თავს ვუთხარი: აბა ახლა ეს მოიხსენი, შავი გაიხადე და დაიწყე ცხოვრება ისევ თავიდან-მეთქი და დავიწყე“, – აღნიშნა მაია ასათიანმა პოდკასტში საუბრის დროს.
