2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება ემატება – მგზავრებს სლოვაკეთის დედაქალაქში პირდაპირი რეისით მგზავრობის საშუალება ექნებათ.
ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას რეისს კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
შეგახსენებთ, Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან (2012 წელი) დღემდე, საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.
