LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკელი ხალხის დაცვა ჩვენი ერთადერთი მისიაა“ – აშშ-მა თეთრ სახლთან მომხდარი სროლის შემდეგ ავღანელების საიმიგრაციო მოთხოვნების დამუშავება შეწყვიტა

111
აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური აცხადებს, რომ განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა ავღანელ მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავება მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრეს – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენი სამშობლოს და ამერიკელი ხალხის დაცვა და უსაფრთხოება ჩვენი ერთადერთი ფოკუსი და მისიაა“, – აღნიშნავს აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აღნიშნული მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას მისი მთავრობისადმი, რომ ხელახლა შეისწავლოს ავღანელი მიგრანტები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შევიდნენ.

„ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, დღეს, მადლიერების დღის წინა დღეს, ვაშინგტონში მომსახურე ეროვნული გვარდიის ორ წევრს თეთრი სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში, ახლო მანძილიდან ესროლეს საშინელი ჩასაფრების ტიპის თავდასხმის დროს. ეს იყო დანაშაული ჩვენი მთელი ერის წინააღმდეგ. ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

ხელახლა უნდა შევამოწმოთ ყველა უცხოელი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან შემოვიდა და ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი უცხოელის გაძევება, რომელიც აქაურობას არ ეკუთვნის და რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი სროლა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 2021 წელს აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g