პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ვიკა ფილფანი 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი პარტია არ იქნება არსად, სადაც იქნება „ნაციონალური მოძრაობა“.
როგორც ვიკა ფილფანმა განაცხადა, „გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ხალხის გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორა და 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით გვირგვინი დაადგეს“.
„ზუსტად ერთი წლის წინ, ეს აქციები დაიწყო გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით, რომელიც სამწუხაროდ, გადაიზარდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით. ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა,“ – განაცხადა ვიკა ფილფანმა.
