LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ურთიერთობა აქვს ნეკა დოროყაშვილს ყოფილ მეუღლესთან და ახალი სიმღერა პროვოკაციული სახელწოდებით: „მე და ნიკა ერთმანეთის სიყვარულს ვერ მოვუფრთხილდით… სკანდალური ქალის იმიჯი მაქვს…“

661
ნეკა-დოროყაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მოდელი, ინფლუენსერი და მომღერალი ნეკა დოროყაშვილი, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მსმენელს თავისი რიგით პირველი სიმღერა წარუდგინა.

ნეკა, შენი ყველა ქმედება სოციალურ სივრცეში განხილვის საგანია, ამან ხომ არ დაგღალა?

იცით, მე მაქვს სკანდალური ქალის იმიჯი, არა, არ დავიღალე ამ ყველაფრით, მომწონს. მე მომწონს, როცა ვარ ის, ვინც ვარ. საზოგადოებამ გამიცნო, საზოგადოებამ გამრიყა. იცით, როგორ ვგრძნობდი თავს, აი, მარიტას რომ ტალახს ესვრიან. ასე ვიყავი დიდი ხანი, ძალიან მწარე რეალობამ მასწავლა დიდი გამარჯვება, როცა შენს თავთან გამარჯვებული ხარ…

რით გაუმკლავდი ამ ყველაფერს?

ჩემი შვილით, ჩემი ოჯახით, იმ დროს გავაცნობიერე, რამდენი ადამიანი მყავდა ირგვლივ, დიდი ნათესაობა, თუმცა გვერდში მხოლოდ ოჯახი დამიდგა. ძალიან ბევრი ადამიანი გადავაფასე, თუმცა წყენა გულში არ დამიტოვებია. ოჯახის გარდა, იყო რამდენიმე მეგობარი, ვინც გვერდში მედგა. ეს რთული პერიოდი გაგრძელდა ორი წელი, ორი წელი – ჯოჯოხეთში. ერთ მშვენიერ დღეს სარკეში თმაგაწეწილ საკუთარ თავს მოვკარი თვალი. თვალი თვალში გავუყარე, მაშინ მივხვდი, რომ დავიწყე საკუთარი თავის გაცნობა. მივხვდი, რომ საკუთარი თავი ყველანაირი უნდა მიიღო. ჩვენ იმდენად პატარები ვიყავით, ნიკა იმდენად პატარა იყო, რომ ვერ მოვუფრთხილდით ერთმანეთის სიყვარულს, ვერ დავიცავით ერთმანეთი. დღევანდელი გადმოსახედიდან, სასამართლომდე არ მივიყვანდი ამ ყველაფერს, თუმცა არ ვნანობ, რადგან სასამართლომ მაჩუქა სცენა, რომელიც მე ავაშენე და ახლა ვიწყებ, მე სიმღერამ გადამარჩინა…

შენ დაწერე სტატუსი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია…

მე და ნიკამ დავასრულეთ ყველაფერი, ჩვენ აღარ გვაქვს ერთმანეთის მიმართ აღარც აგრესია, აღარც წყენა, აღარც გაღიზიანება. არ მინდოდა, ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელებულიყო. ამ სტატუსის შემდეგ ბევრმა დაწერა, ამას გადაუხადესო… მე ხომ „გოლდ დიგერად“ შემრაცხა საზოგადოებამ, თუ უნდათ, დამიძახონ ეს ჩემთვის სულერთია.

აქვს თუ არა მამა-შვილს ურთიერთობა?

დიახ, მათ აქვთ ჰარმონიული ურთიერთობა, ვართ ყველა ბედნიერი და დამშვიდებული.

ნეკა და ბრენდები…

ბრენდებზე ჩაციკლული არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, კარგად ჩაცმა სულ მიყვარდა. ზოგადად, საზოგადოებას ყოველთვის ნეგატიური რეაქცია აქვს არამარტო ჩემ მიმართ, ადამიანებს არ მოსწონთ, როცა სხვა კარგად გამოიყურება. თუ მაქვს ფული, ვუყიდი ჩემს თავს „ლუი ვიტონის“ ჩანთას. საკუთარი თავისთვის არ მენანება, თუმცა არც ამ ყველაფერზე ვარ დამოკიდებული. მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც ბრენდით გამოხატავს თავს. ბრენდი ვერ გაგხდის კარგ ტიპად, თუმცა მქონდა მსგავსი პერიოდი, ახლა კი არამატერიალური რაღაცებით ვიღებ სიამოვნებას, მე ვქმნი მუსიკას.

ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდი, რომ შენს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი…

კი, ასე იყო, ვიყავი იმ ადამიანთან ბედნიერი, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო. მიზეზი გახლდათ ის, რომ ჩვენ ზედმეტად გადავეშვით სიყვარულის მორევში. გეგმები არ დაემთხვა… ის არ მოდის ამერიკაში, მე მივდივარ ამერიკაში… საოცრად ბედნიერი ვიყავი მასთან ერთი წელი, თუმცა მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობას არ ჰქონდა მომავალი, ჩვენ ერთმანეთი ლამაზად გავუშვით.

როგორი მამაკაცი უნდა იყოს შენ გვერდით?

ის უნდა იყოს ჩემზე ძლიერი, რომ ჩემი სიძლიერე აიტანოს. ეს არის მამაკაცურობა ჩემთვის. როგორც კი მამაკაცი იწყებს ჩემთან ბრძოლას, ეს ურთიერთობა იშლება… მამაკაცი უნდა გახადო კარგი ტიპი და მანაც იგივე უნდა გააკეთოს…

ნეკა, საიდან დაიწყო შენი კიდევ ერთი პროფესიის ისტორია, ახლახან პირველი სიმღერა ჩაწერე და კლიპიც გადაიღე…

ეს არის პროფესია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მექნება. ეს ამბავი დაიწყო სარკით, ჩემი თავის გაცნობით. ერთი ძლიერი და მერე დაცემული ქალი გავაერთიანე. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ბრძოლები მაქვს გადატანილი, ახლა ამაზე რომ ვისაუბრო, შეიძლება, გიჟად შემრაცხოთ. რომ არ მეწერა იმ პერიოდში, საგიჟეთში მოვხვდებოდი. ეს ალბომი რომ გამოვა, იქნება „ბუმ“. ამ ალბომში ყველაფერია, ჩემი ისტორია დეტალურად, ღალატი და ა.შ… კლიპი გადაღებულია, ვერ მოვიცალე ლამაზი პრეზენტაციისთვის. ეს კლიპი და ეს სიმღერა არის ქალის გაცოცხლებაზე. თან, ეს ქალი ხელშეუხებელია, ეს ქალი არის გასხივოსნებული.

ზოგჯერ მგონია, რომ მაქვს კარმული ვალი, გადავარჩინო ქალები… არ უნდა გავჩერდე, მე ხომ ვიცი, რომ ამ ყველაფერმა გადამარჩინა. მე მოვდივარ ჩემი სცენით…

ჩემს სიმღერას საკმაოდ პროვოკაციული სახელწოდება აქვს, მას ჰქვია „ამლოკე“, შეიძლება ვულგარულად ჟღერდეს, თუმცა ეს არ არის პირდაპირი მნიშვნელობით. ტექსტი სულ რაღაც 15 წუთში დავწერე. ახლა მზადდება ჩემი ავტობიოგრაფიული ალბომი, სადაც იქნება ქანთრის ჟანრი წარმოდგენილი. ეს ყველაფერი მოგონილი არ არის, მე გადამხდა ყველაფერი, ღალატი, ბიჭების გაცნობა, სექსი, ცრემლები… იქნება ინგლისური სიმღერები, რადგან მიმაქვს ამერიკაში…

რას ეტყვი ქალებს?

ქალებს ვეტყვი, რომ არასდროს გაეკიდოთ კაცს. არც ერთ კაცს არ მოსწონს ქალი, რომელიც თავს არ იფასებს, არც ერთ კაცს არ მოსწონს ქალი, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს.

სიმღერის პრემიერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები