ჰონგ-კონგმა აზიაში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ დაჯილდოებას უმასპინძლა. წლევანდელი MAMA Awards ტრიუმფალური როზეს, G-Dragon-ისა და Aespa-სთვის აღმოჩნდა. თითოეულმა 4-4 ჯილდო მიიღო.
ძირითად ნომინაციებში, როგორებიცაა: ,,წლის არტისტი”, ,,წლის სიმღერა”, ,,წლის ალბომი” და ,,ფანების წლის რჩეული” გამარჯვებულები: G-Dragon, როზესა და ბრუნო მარსის – Apt., Stray Kids-ის Karma და Enhypen გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ როზემ, როგორც სოლო არტისტმა ,,წლის სიმღერისა” და ,,საუკეთესო ქალი არტისტის” ნომინაციაში ამავე ამპლუით მის თანაგუნდელს ,,ბლექფინქიდან”, ჯენის მოუგო.
როზე გამარჯვებულად ასევე ისეთ მნიშვნელოვან ნომინაციებში დასახელდა, როგორებიცაა: ,,საუკეთესო სოლო ვოკალური პერფორმანსი” ტრეკისთვის – Toxic Till the End და ,,საუკეთესო კოლაბორაცია” კვლავ მარსთან დუოთი – Apt..
როზე ორდღიანი დაჯილდოების არც ერთ შოუს დასწრებია, თუმცა პუბლიკამ მისი სამადლობელი სიტყვა ვიდეოთი იხილა.
ცნობისთვის, ,,აზიური მუსიკალური დაჯილდოება” 1999 წლიდან იმართება და გამარჯვებულებს აზიელ არტისტებს შორის ავლენს.