LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: BBC-მ იკადრა ტყუილი, ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული

114
ირაკლი კობახიძე

„სამწუხაროდ, BBC -ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით -ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შს მინისტრი: „აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება არ ყოფილა შსს მხრიდან გამოყენებული – რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში „იჭორავა“ და ამაზე რაღაცა პროცესები აიგო“

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, „არ შეიძლება BBC ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რომლითაც ხელმძღვანელობენ „ფეიკ ტელევიზიები“ საქართველოში“.

„სამწუხაროდ, BBC, რომელიც თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია იყო, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, შს მინისტრი და სამინისტრო. მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, BBC -ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რომლითაც ხელმძღვანელობენ „ფეიკ ტელევიზიები“ საქართველოში. თუმცა ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები უარყოფითი გაგებით.

„ქართული ოცნება“ – „მივიღეთ გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“

„დღეს დილით, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც არაერთი აბსურდული, ცრუ ინფორმაციის გარდა არის ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თითქოს კანონსაწინააღმდეგო აქციების დროს შს სამინისტრომ მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ „ქიმიური ნივთიერება“ გამოიყენა“ – წერია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, ამ შემთხვევაში BBC-მ, რაც არის სამწუხარო და დასანანი. როცა BBC კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე შსს გაავრცელებს ინფორმაციას და შსს კიდევ ერთხელ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა BBC-მ.

ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა.

ეს ნივთიერები არის შეძენილი 2009 წელს. რაც შეეხება კონკრეტულად დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შსს დეტალურად გეტყვით იმას, თუ რა ტყუილი გაავრცელა BBC-მ. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. რა ნივთიერება იყო გამოყენებული ამაზე გიპასუხებთ შს მინისტრი. რაც შეეხება ნივთიერება „კამიტს“, ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს არის მარტივი სიყალბე. დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ თავის დროზე BBC-ის, თუმცა BBC დაეყრდნო მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას და არა ჩვენს პასუხს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ BBC-მ იმოქმედა როგორც „ფეიკ ტელევიზიამ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის მიერ გავრცელებული ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

ლევან ბეჟაშვილი BBC-ის მასალაზე: „ხელისუფლება ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას… ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება“

გურამ მაჭარაშვილი BBC-ს სტატიაზე: „სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? BBC-ს რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, ისწავლეთ, იმეცადინეთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g